01 გარანტია
თანხას სრულად
დაგიბრუნებთ
თუ კურსის შემდეგ ღირებულებას ვერ დაინახავთ.
დაესწარით გაკვეთილებს, შეასრულეთ დავალებები. თუ კურსი თქვენს სამუშაოს არ შეცვლის, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
როდის იწყება?
დეკემბერში: ინტენსიური კურსის პირველი ტალღა. იგივე 8 გაკვეთილი 2 კვირაში, კვირაში 4-ჯერ, ერთჯერადი ფასით 315₾ (მხოლოდ ამ ტალღისთვის). იანვარში, ახალი წლის არდადეგების შემდეგ: ღია ჯგუფები, 4 კვირა, კვირაში ორჯერ. ყველა გაკვეთილი 1.5 საათია, Zoom-ზე. ზუსტ თარიღს ჯავშნის შემდეგ მოგწერთ.
პროგრამირება მჭირდება?
არა. ვმუშაობთ Claude Desktop-სა და Claude Code-ში. ტერმინალი და კოდი არ დაგჭირდებათ.
რა მჭირდება დასაწყებად?
Claude Pro (20$ თვეში), ლეპტოპი და სამუშაო ინგლისურის საშუალო დონე. საკუთარ ლეპტოპზე აპლიკაციას პირველ გაკვეთილზე ერთად დავაყენებთ. ფირმის ლეპტოპზე Claude-ს კლასამდე თქვენი IT დააყენებს.
რატომ ინგლისური?
Claude ინგლისურად უფრო ზუსტად მუშაობს. გაკვეთილები ქართულადაა, შედეგი კი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
ფირმის ლეპტოპი მაქვს. პრობლემაა?
პრობლემა არაა, მაგრამ IT-ის დახმარება დაგჭირდებათ. ფირმის კომპიუტერზე პროგრამას, როგორც წესი, თავად ვერ დააყენებთ: IT-მ უნდა დააყენოს Claude და მოგცეთ ადმინისტრატორის წვდომა, რომ Claude იმუშაოს. ეს პირველ გაკვეთილამდე მოაგვარეთ. ინსტრუქციას და მოკლე ვიდეოს გამოგიგზავნით, რომელსაც IT-ს გადაუგზავნით.
რა ხდება კლიენტის მონაცემებთან?
დოკუმენტი, რომელსაც Claude-ს აძლევთ, Anthropic-ის სერვერებზე მუშავდება, დესკტოპ აპლიკაციაშიც. ამიტომ კურსზე მხოლოდ შაბლონებზე და ხელით ანონიმიზებულ დოკუმენტებზე ვმუშაობთ, ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრებს კი პირველ გაკვეთილზე ერთად ვაწყობთ.
ფირმისთვის რამდენიმე ადგილი მინდა.
ფირმებს, რომლებიც კურსზე 5 ან მეტ იურისტს აგზავნიან, სპეციალურ შეთავაზებას ვთავაზობ, ინვოისით ფირმის სახელზე. მომწერეთ WhatsApp-ზე.
თუ არ მომეწონა?
დაესწარით, შეასრულეთ დავალებები. თუ კურსის შემდეგ ღირებულებას ვერ დაინახავთ, თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
როგორ ვიხდი?
ჯერ უფასოდ ჯავშნით ადგილს. შემდეგ WhatsApp-ზე გამოგიგზავნით გადახდის ბმულს.
03 ვისთვისაა
თქვენთვისაა, თუ…
- პარტნიორი ხართ, ან უფროსი იურისტი, რომელიც გუნდს უძღვება
- საღამოებს ისევ დოკუმენტებზე ატარებთ, რადგან ზოგ საქმეს ვერავის ანდობთ
- ChatGPT გიცდიათ, მაგრამ ყველაფრის თავიდან გადამოწმება მოგიწიათ
- ხედავთ, რომ AI ბაზარს ცვლის და გინდათ, თქვენმა ფირმამ ეს პირველმა აითვისოს
არ არის თქვენთვის, თუ…
- პროგრამირების სწავლა გინდათ
- ინგლისურ ტექსტთან მუშაობა გიჭირთ
- ელით, რომ AI იურისტს ჩაანაცვლებს
- არ გაქვთ სურვილი ბაზარზე რელევანტურობა შეინარჩუნოთ
დაგჭირდებათ